Thursday, March 26, 2015

პროექტი: „ ანა ფრანკის დღიური“

                                         პროექტი: „ ანა ფრანკის დღიური“

1.პროექტის სახელწოდება
ოდესმე  ჩვენ მხოლოდ ებრაელები კი არა ვიქნებით, არამედ ადამიანები“
2.პროექტის მთავარი თემა
ჰოლოკოსტი, ნაცისტების მიერ ებრაელი ხალხის დევნა და განადგურება, 
3.პროექტის აქტუალობა
 მოსწავლეები კიდევ ერთხელ გააანალიზებენ  იმ ფაქტს, რომ ყოველი ომი მთელი მსოფლიოსთვის უკან გადადგმული გიგანტური ნაბიჯია. რომ არ შეიძლება ერთმა ადამიანმა გაანადგუროს მეორე ადამინი, იმისათვის, რომ ის არის სხვა მრწამსის, მის მრწამს არ იზიარებს არის უმცირესობა და განსხვავებული ორიენტაციის
4. პროექტის მიზნები
მოსწავლეებში გერმანული ლიტერატურისადმი ინტერესის გამოვლენა. ემპათიის გრძნობის განვითარება. მეტყველების კულტურის განვითარება. შემოქმედებითი უნარის განვითარება. ისტ გამოყენებით ინფორმაციის მოძიების, დახარისხების უნარის განვითარება. აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი
VIII, X, XI, XII კლასის მოსწავლეები
6. ვადები/ხანგრძლივობა
1.03.2015-31.03.2015
7.მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებში მატულობს გერმანული  ლიტერატურისადმი ინტერესი. უვითარდებათ ემპათიის გრძნობა. უვითარდებათ მეტყველების კულტურა, შემოქმედებითი უნარი.  უვითარდებათ ისტ გამოყენებით  ინფორმაციის მოძიების, დახარისხების  უნარი,  აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
8.საჭირო რესურსები
ინეტერნეტი, პროექტორი, ვიდეო მასალა, ფერადი ფორმატები, ფერადი ფურცლები, ფანქრები, ფლომასტერები,
9. პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები)
I დღე -წიგნის „ანა ფრანკის დღიური“ გაცნობა, ანა ფრანკის ბიოგრაფიის გაცნობა , კედლის გაზეთების პრეზენტაცია, ვიდეო მასალის ჩვენება, ამონარიდი ფრაზების წაკითხვა  „ანა ფრანკის დღიურიდან“
II დღე-ფილმის ჩვენება „ანა ფრანკის დღიური“
III დღე- შემოქმედებითი კონკურსი „წერილი ანა ფრანკს“


10.საგნებთან , ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.

უცხ.ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია
უცხ.ს.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები.
უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი
უცხ.ს.III.9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღკითხვა.
უცხ.ს.III.13. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების შედგენა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.
უცხ.ს.III.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.III.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს.
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).
უცხ.ს.III.26. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.


11.პროექტის ხელმძღვანელი
ირმა იოსელიანი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
irmakonia@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი



No comments:

Post a Comment